გვარდიოლას ექსთანაშემწე: მესი ხავის პოზიციაზე გადავა და დიდხანს ითამაშებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას ყოფილი თანაშემწე დომენეკ ტორენტი თვლის, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი კიდევ დიდხანს ითამაშებს.

"მესი განუმეორებელია. არა მგონია, უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი ვნახო. არაჩვეულებრივ დონეს უკვე 15 წელია ინარჩუნებს.

ლეო ძალიან ჭკვიანია. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის შემდეგ იმ ფუნქციებს შეასრულებს, რომლებსაც ხავი ასრულებდა. როდესაც ასეთივე სწრაფი არ იქნება, ნახევარდაცვაში გადავა", - განუცხადა ტორენტმა "მუნდო დეპორტივოს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხავის პოზიციას დაცვაში თამაშიც ჭირდება რაც მესის არ აქვს. უფრო ბურთის გამთამაშებლად შეიძლება ალბათ, თავდამსხმელების უკან, ან ერთი თავდამსხმელის უკან
კი აბა რა
12:31 29-05-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული