gq-magazin.de-სთან ინტერვიუში "რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა განმარტა, თუ რა განსხვავებაა ესპანეთსა და გერმანიას შორის.
- ესპანეთში ყველანი "ტიპიურ გერმანელად" მიგიჩნევენ. ასეა?
- ესპანელთა შეხედულებით - შეიძლება. გერმანელთა აზრით კი, ალბათ, ცოტა ესპანელი გავხდი. ესპანელები უფრო განტვირთულები არიან და მეც ცოტა განვიტვირთე.
თუმცა, მე ისევ აბსოლუტური პუნქტუალურობის მომხრე ვარ. ესპანეთში ასე არ არის. 10 წუთი დაგვიანება სავსებით ნორმალურია.
როდესაც ესპანეთში გუნდის კრებაზე 3 წუთით ადრე მივდივარ, პირველი ვარ, გერმანიაში კი - უკანასკნელი.

ესპანელები ყველას ეხვევიან და კოცნიან, ხოლო მე ცოტა სხვა
ტიპის ადამიანი ვარ. შესაძლოა, ეს ჩემი გერმანული ცხოვრების წესია. ეს არ ნიშნვს, რომ თანაგუნდელების მიმართ დადებითად არ ვარ განწყობილი, უბრალოდ არ არის საჭირო ასეთი ექსტრემალური ფიზიკური კონტაქტი.