"რეალის" ფორვარდი ვერ დააოკეს - სისულელეს სისულელეზე აკეთებს [PHOTO]

AutoSharing Option
ლუკა იოვიჩი მადრიდის "რეალის" მთავარი ფორვარდი საფეხბურთო მოედანზე ვერა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიიდან მოყოლებული, პრესის ფურცლებზე ნამდვილად გახდა და ამ პოზიციების დათმობას არ აპირებს.

სერბეთში დაბრუნებისთანავე საგანგებო მდგომარეობის წესი დაარღვია და ციხეში ჩასმა ემუქრებოდა. შემდეგ საკუთარი სახლის კედლიდან გადმოვარდა და სიკვდილს გადაურჩა, თუმცა ფეხი დაიზიანა და გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს.

ამ ყველაფრის ფონზე კი, ლუკამ კარანტინის წესები კიდევ ერთხელ დაარღვია საკუთარ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ წვავს მწვადს მეგობრებთან ერთად.

Sportall.Ge

მართალია, თავდამსხმელმა ეს ფოტო მოგვიანებით წაშალა, თუმცა, დიდი
ალბათობით, თავისით ამის მიხვედრა გაუჭირდებოდა და სავარაუდოდ, ზარი "რეალიდან" მიიღო.

სეზონი მალე განახლდება, "რეალი" საჩემპიონო ბრძოლაში ჩაერთვე და ოქროს მედლებს ან მოიპოვებს, ან ვერა. ლუკას კი მწვადის გემრიელი ნაჭრები ვერსად გაექცევა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული