"რეალის" თავდამსხმელი ზაფხულში გუნდს გამოიცვლის

AutoSharing Option
24 წლის სერბი თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი ზაფხულში "რეალის" დატოვებას გეგმავს, - იტყობინება "მარკა".

გამოცემის ცნობით, იოვიჩის სამსახურით "არსენალი", "ევერტონი", "მილანი" და "დორტმუნდი" არიან დაინტერესებულნი.

ფეხბურთელს მობეზრდა სათადარიგოთა შორის ყოფნა და არც კლუბია მისი გასხვისების წინააღმდეგი. იანვარში რამდენიმე კლუბი ცდილობდა იოვიჩის გადაბირებას, მაგრამ საბოლოო შეთავაზებამდე საქმე არ მისულა.

იოვიჩი "სამეფო კლუბმა" 2019 წელს 60 მილიონ ევროდ შეიძინა, მოედანზე ბოლოს 12 იანვარს გავიდა, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე საერთო ჯამში 473 წუთი ითამაშა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული