ლა ლიგას 30-ე ტურში "სევილიასთან" ფრედ დასრულებული მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მცველმა ჟერარ პიკემ გააკეთა.
"ლა ლიგას მოგება ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული.
ძნელი სავარაუდოა, რომ "რეალმა" ქულები დაკარგოს. იმის მიხედვით, რაც ამ ორ ტურში მოხდა (ალბათ, მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებებზე მიანიშნა), ეს ძნელად წარმოსადგენია.
თანაბარი თამაში იყო, ფრემ ისეთ მდგომარეობაში ჩაგვაგდო, რომ ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. თუმცა, მატჩმა ურიგო შთაბეჭდილება არ დატოვა.
ისეთი შეგრძნება მაქვს, 2 ქულა იმიტომ დავკარგეთ, რომ მეტოქეზე უკეთესები ვიყავით. მომენტები შევქმენით, მაგრამ ვერ
გამოვიყენეთ.

"სევილია" მაღალი დონის გუნდია, მესამე ადგილზეა, თუმცა შანსები ჩვენც გვქონდა", - დაიჩივლა პიკემ "მუნდო დეპორტივოსთან".