"ბარსელონამ" ვერ მოიგო - საჩემპიონო რბოლა დასრულდა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 32-ე ტურში "ბარსელონა" ვიგოში "სელტას" დაუზავდა - 2:2.

დუბლი "ბარსას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა შეასრულა. ტერ შტეგენის კარი კი რუსმა ფორვარდმა ფედორ სმოლოვმა (მან ამ სეზონში "რეალსაც" გაუტანა) და იაგო ასპასმა დალაშქრეს. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ნოლიტოს შეეძლო მასპინძლებისთვის გამარჯვება მოეპოვებინა, მაგრამ კარგი შანსი ვერ გამოიყენა.

"ბარსელონა" 69 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა თუ 28 ივნისს "რეალმა" სტუმრად აუტსაიდერი "ესპანიოლი" დაამარცხა, 2 ქულით ჩამოიტოვებს.

კატალონიურმა გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატის მატჩებში ბოლო 5 წუთში 5 ქულა დაკარგა, რაც "ვალენსიას" მსგავსად ყველაზე
უარესი მაჩვენებელია.

ორი საგოლე გადაცემა "ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ გააკეთა - მის ანგარიშზე პრიმერაზე 11 საგოლე პასია და ამ მაჩვენებლით ტოპ 5-ის ჩემპიონატების ლიდერია.

1-ელ ივლისს "ბარსა" "ატლეტიკოს" უმასპინძლებს, ხოლო 3 ივლისს "რეალი" "ხეტაფეს".

სელტა - ბარსელონა 2:2
გოლები: 0:1 სუარესი (20), 1:1 სმოლოვი (50), 1:2 სუარესი (67), 2:2 ასპასი (88)

მკითხველის კომენტარები / 9 /
მესის არ ვაკნინებ მაგრამ პირველ საგოლე პასზე რომელიც დამუშავებული საჯარიმო დარტყმა იყო რაღაც სასწაულების ძახილი ცოტა ღიმილისმომგვრელია - მაგაზე მართლა სასწაული საგოლე პასები მოდრიჩს გაუკეთებია თანაც მოძრაობაში
NN
28 ივნისი 2020 19:30
1
მოკკედ გაკვირვებული ვარ, სელტას პირველ გოლზე პიკე არის მხოლოდ დაცვაში, დანარჩენი მცველები სად არიან ? თან არც კონტრშეტევაა რომ თქვა რომ ვერ მოასწრეს, უბრალოდ დაცვა არის მოშლილი სრულად, ეს სელტა იყო, ბავარიამ რო დაიჭიროს ალბათ ესეთი დაცვით 6 გოლს გაუტანენ
Megreli
28 ივნისი 2020 12:04
0
რეალის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ეს ხალხი გამაგიჟებს რა. რა მესი, რა გინდათ მესისგან, ტიპმა ისეთი საგოლე პასი გაუკეთა სუარესს ყბა ჩამომივარდა. ვიღაცის გულშემატკივრობის გამო ობიექტურობას ესე როგორ კარგავთ არ მესმის. მართლა მარტო ხო არ მოიგებს თამაშებს. რონალდოს და მესის შედარებას ვერ გაცდა ამ ხალხის ინტელექტი რა. ისიამოვნეთ ფეხბურთით, სულ ფეხებზე კიდიხართ თქვენც და თქვენი აზრებიც მესის და რონალდოს. ინერვიულეთ და ჭამეთ ერთმანეთი და ისინი ამასობაში თავის ბუგატით, საკუთარ ვილაზე, მსოფლიოში ყველაზე მაგარ ქალებთან გაერთობიან და მეორე დრეს ქველმოქმედებაშიც 10 მილიონს ჩადებენ და ისიამოვნებენ ცხოვრებით, თქვენ იხმაურეთ სპორტალ ჯი-ზე :))))
superman
28 ივნისი 2020 11:11
1
Ronaldu laligashi tamashisas sxva gundebs xvdeboda neta?
Milani
28 ივნისი 2020 06:55
1
კარგით რა! როდის მორჩებით ერთმანეთის ქილიკს. ისამოვნეთ ფეხბურთით.
emigranti
28 ივნისი 2020 00:51
0
ჭე კლასის გუნდებზე გამტანი მესი სად არის? რონალდოს ადარებენ ალბასეტეს და ხურონას გოლის გამტან მესის, პიკემ ცოლს მიხედოს ფეხბურთი არ არის მაგის საქმე
barsa
27 ივნისი 2020 22:59
24
???? იქ არის სადაც უნდა იყოს - ორი მაგარი ასისტი, პირველი განსაკუთრებით. ორი გოლი გაატანინა სუარესს. და გუნდი რომ დაშლილია ამ მენეჯმენტის პირობებში, ეგ მესის ბრალი ნამდვილად არ არის. ბარსას გულშემატკივრებს კი გული არ უნდა დაგწყდეთ, თუ წელს ვერაფერს მოიგებენ, ბართოლომეუს და მთელ ახლანდელ მენეჯმენტს არანაირი შანსი არ უნდა ქონდეთ არჩევნებში. გინდათ ამ უსახურობას უყუროთ დიდხანს რასაც ახლა ბარსა თამაშობს ამათ ხელში?
ან
28 ივნისი 2020 02:25
3
საინტერესოა პიკე რას დააბრალებს ალბათ. მოედნის საფარს გამოდი და თქვი ეხლა მადლობა რომ 1 ქულა აიღეთ....
აკაკი
27 ივნისი 2020 21:30
7
კი, ბარსას ძალიან გაუმართლა, რომ 1 ქულა მაინც აიღო.
აჩი
27 ივნისი 2020 22:30
2

სიახლეები პოპულარული