"ბარსელონამ" ვერ მოიგო - საჩემპიონო რბოლა დასრულდა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 32-ე ტურში "ბარსელონა" ვიგოში "სელტას" დაუზავდა - 2:2.

დუბლი "ბარსას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა შეასრულა. ტერ შტეგენის კარი კი რუსმა ფორვარდმა ფედორ სმოლოვმა (მან ამ სეზონში "რეალსაც" გაუტანა) და იაგო ასპასმა დალაშქრეს. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ნოლიტოს შეეძლო მასპინძლებისთვის გამარჯვება მოეპოვებინა, მაგრამ კარგი შანსი ვერ გამოიყენა.

"ბარსელონა" 69 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა თუ 28 ივნისს "რეალმა" სტუმრად აუტსაიდერი "ესპანიოლი" დაამარცხა, 2 ქულით ჩამოიტოვებს.

კატალონიურმა გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატის მატჩებში ბოლო 5 წუთში 5 ქულა დაკარგა, რაც "ვალენსიას" მსგავსად ყველაზე
უარესი მაჩვენებელია.

ორი საგოლე გადაცემა "ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ გააკეთა - მის ანგარიშზე პრიმერაზე 11 საგოლე პასია და ამ მაჩვენებლით ტოპ 5-ის ჩემპიონატების ლიდერია.

1-ელ ივლისს "ბარსა" "ატლეტიკოს" უმასპინძლებს, ხოლო 3 ივლისს "რეალი" "ხეტაფეს".

სელტა - ბარსელონა 2:2
გოლები: 0:1 სუარესი (20), 1:1 სმოლოვი (50), 1:2 სუარესი (67), 2:2 ასპასი (88)

მკითხველის კომენტარები / 9 /
მესის არ ვაკნინებ მაგრამ პირველ საგოლე პასზე რომელიც დამუშავებული საჯარიმო დარტყმა იყო რაღაც სასწაულების ძახილი ცოტა ღიმილისმომგვრელია - მაგაზე მართლა სასწაული საგოლე პასები მოდრიჩს გაუკეთებია თანაც მოძრაობაში
1
მოკკედ გაკვირვებული ვარ, სელტას პირველ გოლზე პიკე არის მხოლოდ დაცვაში, დანარჩენი მცველები სად არიან ? თან არც კონტრშეტევაა რომ თქვა რომ ვერ მოასწრეს, უბრალოდ დაცვა არის მოშლილი სრულად, ეს სელტა იყო, ბავარიამ რო დაიჭიროს ალბათ ესეთი დაცვით 6 გოლს გაუტანენ
Megreli
12:04 28-06-2020
0

სიახლეები პოპულარული