"ბარსელონამ" ვერ მოიგო - საჩემპიონო რბოლა დასრულდა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 32-ე ტურში "ბარსელონა" ვიგოში "სელტას" დაუზავდა - 2:2.

დუბლი "ბარსას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა შეასრულა. ტერ შტეგენის კარი კი რუსმა ფორვარდმა ფედორ სმოლოვმა (მან ამ სეზონში "რეალსაც" გაუტანა) და იაგო ასპასმა დალაშქრეს. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ნოლიტოს შეეძლო მასპინძლებისთვის გამარჯვება მოეპოვებინა, მაგრამ კარგი შანსი ვერ გამოიყენა.

"ბარსელონა" 69 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა თუ 28 ივნისს "რეალმა" სტუმრად აუტსაიდერი "ესპანიოლი" დაამარცხა, 2 ქულით ჩამოიტოვებს.

კატალონიურმა გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატის მატჩებში ბოლო 5 წუთში 5 ქულა დაკარგა, რაც "ვალენსიას" მსგავსად ყველაზე
უარესი მაჩვენებელია.

ორი საგოლე გადაცემა "ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ გააკეთა - მის ანგარიშზე პრიმერაზე 11 საგოლე პასია და ამ მაჩვენებლით ტოპ 5-ის ჩემპიონატების ლიდერია.

1-ელ ივლისს "ბარსა" "ატლეტიკოს" უმასპინძლებს, ხოლო 3 ივლისს "რეალი" "ხეტაფეს".

სელტა - ბარსელონა 2:2
გოლები: 0:1 სუარესი (20), 1:1 სმოლოვი (50), 1:2 სუარესი (67), 2:2 ასპასი (88)

მკითხველის კომენტარები / 9 /
რეალის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ეს ხალხი გამაგიჟებს რა. რა მესი, რა გინდათ მესისგან, ტიპმა ისეთი საგოლე პასი გაუკეთა სუარესს ყბა ჩამომივარდა. ვიღაცის გულშემატკივრობის გამო ობიექტურობას ესე როგორ კარგავთ არ მესმის. მართლა მარტო ხო არ მოიგებს თამაშებს. რონალდოს და მესის შედარებას ვერ გაცდა ამ ხალხის ინტელექტი რა. ისიამოვნეთ ფეხბურთით, სულ ფეხებზე კიდიხართ თქვენც და თქვენი აზრებიც მესის და რონალდოს. ინერვიულეთ და ჭამეთ ერთმანეთი და ისინი ამასობაში თავის ბუგატით, საკუთარ ვილაზე, მსოფლიოში ყველაზე მაგარ ქალებთან გაერთობიან და მეორე დრეს ქველმოქმედებაშიც 10 მილიონს ჩადებენ და ისიამოვნებენ ცხოვრებით, თქვენ იხმაურეთ სპორტალ ჯი-ზე :))))
superman
11:11 28-06-2020
1
საინტერესოა პიკე რას დააბრალებს ალბათ. მოედნის საფარს გამოდი და თქვი ეხლა მადლობა რომ 1 ქულა აიღეთ....
აკაკი
21:30 27-06-2020
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული