ესპანეთის ჩემპიონატზე "სელტასთან" ნამატჩევს (2:2) "ბარსელონას" დუბლის შემსრულებელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა იმედგაცრუება ვერ დამალა.
"2 ქულის დაკარგვის გამო უარყოფითი გრძნობა მაქვს. ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ, როდის დაკარგავს "რეალი" ქულებს.
იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ და "რეალს" წინ მძიმე შეხვედრები გვაქვს.
დღეს რთული გასვლითი მატჩი გვქონდა, ასეთივე გვექნება "ვილიარეალთან". თანაც, მომავალ კვირაში "ატლეტიკოს" ვმასპინძლობთ".
თამაშის გასაუმჯობესებლად შეცდომების გამოსწორება გვმართებს. მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე და ამავე დროს გულდაწყვეტილი ვარ", - დაიჩივლა სუარესმა "მარკასთან".