As: სეტიენს "ბარსელონას" დუბლების მწვრთნელი შეცვლის?

AutoSharing Option
As-ის ცნობით, "ბარსელონას" მწვრთნელი კიკე სეტიენი მალე შეიძლება გადააყენონ.

გამოცემის მტკიცებით, სეტიენს სამუშაოდან დაითხოვენ, თუ "ბარსა" ლა ლიგის უახლოეს მატჩებში "ატლეტიკოსთან" ან "ვილიარეალთან" დამარცხდება.

სეტიენის მოხსნის შემთხვევაში, მწვრთნელად "ბარსელონა B"-ს თავკაცს, ხავიერ გარსია პიმენტას დანიშნავენ, რომელიც გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

აღნიშნულია, რომ სეტიენის პოზიციები უკანასკნელ ხანს უკიდურესად გაუარესდა და არც ისაა გამორიცხული, "ატლეტიკოსთან" შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაშიც კი დაემშვიდობონ.

სეტიენი "ბარსას" იანვარში ჩაუდგა სათავეში. მას კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული