ყოფილმა მსაჯმა იტურალდე გონსალესმა "ბილბაოსა" და "რეალის" მატჩისას არბიტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე გააკეთა კომენტარი.
მსაჯმა ლუის გონსალეს გონსალესმა დანი გარსიას მიერ მარსელოს წაქცევისათვის პენალტი დანიშნა, ხოლო როდესაც სერხიო რამოსმა რაულ გარსიას დააბიჯა ფეხზე, წესების დარღვევა არ დააფიქსირა.
"მარსელოს ეპიზოდში ნაღდი თერთმეტმეტრიანი იყო. ამაში ეჭვი არ მეპარება. მას მეტოქემ ფეხზე ბურთზე კონტაქტამდე რამდენიმე წამით ადრე დააბიჯა.
რამოსზეც პენალტი იყო. ფეხბურთში მოთამაშის განზრახვას მნიშვნელობა არა აქვს. ჩემს დროს ამას ყურადღებას არ მივაქცევდი, ახლანდელი წესებით კი სუფთა თერთმეტმეტრიანი იყო.
ვიდეოასისტენტმა თქვა, რომ რამოსს
წესები განზრახ არ დაურღვევია, თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს. ცნება "განზრახ" წესებიდან ამოღებულია, ასე რომ, ესეც პენალტი იყო", - განუცხადა იტურალდე გონსალესმა As-ს.
რამოსზეც პენალტი იყო. ფეხბურთში მოთამაშის განზრახვას მნიშვნელობა არა აქვს. ჩემს დროს ამას ყურადღებას არ მივაქცევდი, ახლანდელი წესებით კი სუფთა თერთმეტმეტრიანი იყო.
ვიდეოასისტენტმა თქვა, რომ რამოსს