"ბარსელონამ" მოიგო და "რეალთან" ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა - დროებით? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 36-ე ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე "ვალიადოლიდი" 1:0 დაამარცხა.

გოლი მე-15 წუთზე ლეო მესის პასით არტურო ვიდალმა გაიტანა.

"ბარსელონა" ლიდერ "რეალს" 1 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თუ მადრიდულმა გუნდმა 13 ივლისს სტუმრად "გრანადას" სძლია, ისევ 4 ქულით გაექცევა.

მესიმ პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში მე-20 საგოლე გადაცემა გააკეთა და 20 წლის წინ ხავის დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

ნამატჩევს "ბარსას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ რაც შესაძლებელია, ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ "რეალი" ყველა მატჩს იგებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული