ლა ლიგის 36-ე ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე "ვალიადოლიდი" 1:0 დაამარცხა.
გოლი მე-15 წუთზე ლეო მესის პასით არტურო ვიდალმა გაიტანა.
"ბარსელონა" ლიდერ "რეალს" 1 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თუ მადრიდულმა გუნდმა 13 ივლისს სტუმრად "გრანადას" სძლია, ისევ 4 ქულით გაექცევა.
მესიმ პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში მე-20 საგოლე გადაცემა გააკეთა და 20 წლის წინ ხავის დამყარებული რეკორდი გაიმეორა.
ნამატჩევს "ბარსას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ რაც შესაძლებელია, ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ "რეალი" ყველა მატჩს იგებს.