"ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ არ შეუძლია თავდამსხმელ ლეო მესის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილის გუნდებთან მატჩებშიც კი მისცეს დასვენების საშუალება.
"რა თქმა უნდა, მესის დასვენება სჭირდება. "ვალიადოლიდთან" პირველ ტაიმში ერთზე მეტი გოლით რომ დავწინაურებულიყავით, წამყვან ფეხბურთელებს შევცვლიდი, რადგან დაღლილები იყვნენ.
"ვალიადოლიდმა" სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია, გაგვიჭირდა. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში უნდა გადაგვეწყვიტა - ორი თუ სამი მომენტი გვქონდა. არამყარი ანგარიში იყო და ვნერვიულობდით, რამეთუ მეტოქეს ნებისმიერ მომენტში შეეძლო გოლის გატანა.
მეორე ტაიმში კიდევ უფრო გაგვიჭირდა, ვინაიდან ზოგიერთი ფეხბურთელი დაღლილი გახლდათ.
რატომ არ დავაყენე სუარესი სასტარტო შემადგენლობაში? ხუთი წინა შეხვედრა თითქმის შეუცვლელად ჩაატარა და დასვენებას საჭიროებდა", - განუცხადა სეტიენმა Goal-ს.