მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა და სპორტულმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ კომენტარი "ბარსელონას" ამჟამინდელ მდგომარეობაზე გააკეთა.
"ამ მომენტში მე "ბარსელონას" ლა ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის პრეტენდენტად ვერ განვიხილავ. მესიმ უკვე ბევრჯერ თქვა, რომ ევროპაში წარმატების მისაღწევად უფრო მაღალი დონის თამაშია საჭირო.
მესი "ბარსელონაში" ყველაფერს ვერ გააკეთებს. მისგან ზედმეტად ბევრს ითხოვენ", - განაცხადა 64 წლის არგენტინელმა.
ამ ეტაპზე "ბარსელონა" ლა ლიგაში მეორე ადგილს იკავებს და მადრიდის "რეალს" 1 ქულით ჩამორჩება (თუმცა "ბლანკოსს" 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული). "რეალს" ჩემპიონობის მოსაპოვებლად დარჩენილ 3 შეხვედრაში
5 ქულის მოპოვება სჭირდება.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით