"ბარსელონას" ყოფილმა მცველმა ალბერტ ფერერმა კატალონიური გუნდის კაპიტან ლეო მესიზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.
"ლეოს სურს, ყველა ტურნირის მოსაგებად იბრძოლოს და ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. ვფიქრობ, ის კარიერას "ბარსელონაში" დაასრულებს. მას უყვარს ეს გუნდი, კლუბი.
ეს უნიკალური სიტუაციაა. ვერც ერთი გუნდი ვერ იტყვის, რომ ასე ძლიერაა ვინმეზე დამოკიდებული. "ბარსელონა" მესისგან დამოუკიდებელი უნდა გახდეს, მაგრამ ის კვლავ საუკეთესოა. როდესაც ბურთს იღებს, შემოქმედებას იწყებს.
კარგია, რომ ის ისევ გუნდშია, თუმცა სხვებს თამაშის საკუთარ თავზე მეტად აღება მართებთ. ლეოს ჩაკეტვა ძნელია, მაგრამ ხანდახან მეტოქეები ამას
ახერხებენ. ამიტომ გუნდს სხვა ვარიანტები უნდა ჰქონდეს. "ბარსამ" სხვა მოთამაშეები უფრო მნიშვნელოვანი უნდა გახადოს. უკვე გვაქვს რამდენიმე კარგი ვარიანტი - მაგალითად, ანსუ ფატი", - ციტირებს ფერერს FourFourTwo.
კარგია, რომ ის ისევ გუნდშია, თუმცა სხვებს თამაშის საკუთარ თავზე მეტად აღება მართებთ. ლეოს ჩაკეტვა ძნელია, მაგრამ ხანდახან მეტოქეები ამას