დი სტეფანო, პელე, მარადონა და კრუიფი ვნახე, მაგრამ მესი საუკეთესოა - ამბობს არგენტინის ნაკრების ექსფეხბურთელი

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა უმბერტო მასკიომ "ბარსელონას" ფორვარდ ლეო მესიზე ისაუბრა.

"ვნახე დი სტეფანო, პელე, მარადონა და კრუიფი. ყველა ვნახე, მაგრამ მესი საუკეთესოა. რამდენიმე მათგანთან ვითამაშე, მაგრამ გავიმეორებ, მესი საუკეთესოა.

ისინი თავის დროზე შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ, თუმცა თანამედროვე ფეხბურთის ტემპი განსხვავებულია. უბრალოდ ნახეთ მესის გოლები.

ლეო მოედანზე ცოტას დარბის, მაგრამ როდესაც საჭიროა, ბურთი თითქოს ფეხზე აქვს მიკრული. მე არაჩვეულებრივი სისწრაფის ფეხბურთელები მინახავს, ოღონდ როდესაც ბურთს იღებდნენ, ნელა მოქმედებდნენ. ლეოს შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა, ის ამას ფანტასტიკურად აკეთებს", - განუცხადა მასკიომ "კლარინს".

მკითხველის კომენტარები / 20 /
Ronaldum amas cinat oficialur matchebshi gatanili golebit romarios shedegi gaaumjobesa. Anu meoreze gadavida da 33 goli ashorebs peles rekords, 34 ukve misia. Da yvelAze saintereso isaa ro es kaci forvardi araa, garemarbia ra. 450 goli madridis realshi chatarebul 438 mattshi. Es daujerebelu shedegia.
Milani
22:14 01-08-2020
2
ამოვიდა ყელში ეს შეკვეთილი სტატიები.რონალდუზე თავდასხმები აღარ იკმარეს ამ ავადმყოფმა მესისტებმა და ახლა ბუმბერაზებზე გადავიდნენ.პელესა და მარადონას მოედანზე ომები აქვთ მოგებული,წასაგებად განწირული თამაშები შემოტრიალებული და ვის ადარებთ მესის?წარუმატებლობას რომ ხან მწვრთვნელს ან პრეზიდენტს აბრალებს.გეგონება მწვრთვნელმა უთხრა რომასთან და ლივერპულთან დაჩმორდიო და 3-0 და 4-0 წააგეო.
ექიმებს არ წყინთ ავადმყოფებისგან შეურაცყოფა-იპოკრატის ფიცი
22:02 01-08-2020
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული