კატალონიის "ბარსელონა" "ლესტერის" მცველით, ჩაგლარ სეიუნჯოთი ინტერესდება.
ინფორმაციას NTV Spor-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კატალონიურმა გრანდმა 24 წლის ფეხბურთელს ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა. ფეხბურთელში ესპანელები 40 მილიონს იხდიან და 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.
2019/20 წლების სეზონში ჩაგლარმა "ლესტერის" შემადგენლობაში 42 მატჩი გამართა, მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. Transfermarkt-ი მის ღირებულებას 40 მილიონ ევროდ აფასებს.