"ბარსას" 17 ფეხბურთელი დატოვებს. მწვრთნელად ხავი და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები - გუნდის ლიდერები ცვლილებებს ითხოვენ

AutoSharing Option
სეზონის სრულად ჩაგდების შემდეგ "ბარსელონაში" დიდი ამბები დატრიალდება. კატალონიური "სპორტი" ირწმუნება, რომ გუნდიდან 17 ფეხბურთელს და მათ შორის ჟორდი ალბას, სერხიო ბუსკეტსსა და ლუის სუარესს გაუშვებენ.  არაა გამორიცხული ანსუ ფატისთან და რიკი პუჩისთან დამშვიდობებაც.

ხელშეუხებელნი მხოლოდ ლეო მესი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კლემან ლანგლე და ფრენკი დე იონგი არიან.

კლუბის პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ მწვრთნელის, კიკე სეტიენის, სპორტული დირექტორის, ერიკ აბიდალის და გენერალური დირექტორის, ოსკარ გრაუს გადაყენებას აპირებს.

თუმცა, თავად ბარტომუესაც წყალი აქვს შეყენებული

გუნდის ლიდერები დაუყოვნებლივ ცვლილებებს ითხოვენ, - იტყობინება As-ი.
მათი აზრით, "ბარსელონა" ტაქტიკურად არასაკმარისად კარგად მოამზადეს, ეს კლუბის ხელმძღვანელობაში არეულობის ბრალია და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვენ, რომელიც 2021 წლის ზაფხულშია დანიშნული.

"ატმოსფერო ძალიან დაძაბულია, ყველაფრის 1-2 ადამიანის მოყვანით და უცნაური ტრანსფერით გამოსწორება შეუძლებელია. ჩვენ გადატვირთვა გვჭირდება", - განუცხადა გამოცემას გუნდის ერთ-ერთმა გავლენიანმა ფეხბურთელმა.

აგრეთვე "ბარსას" ლიდერებს სურთ ისეთი მწვრთნელი, რომელიც იცნობს კლუბს და შეუძლია შეკრას და ფეხზე დააყენოს გუნდი - ასეთად კი ხავი მიაჩნიათ. თუმცა, მას საპრეზიდენტო არჩევნებამდე კატალონიაში სამუშაოდ დაბრუნება არ სურს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბევრი ფეხბურთელი რომ წავა, ცხადია. ოღონდ, ზოგი მანდ შეცდომით ხომ არ გიწერიათ? ფატის და პუჩის მაგ სიაში რა ესაქმებათ? ამ უზომოდ პერსპექტიულ ახალგაზრდა ბიჭებს რატომ გაუშვებენ ვითომ, მაგათი ბრალია ბარსას ჩავარდნა? ისე კი, პირველ რიგში ვისი ბრალიცაა, ის ნაძირალა პრეზიდენტი არსად არ აპირებს წასვლას და მაგის ხელში უკვე აღარაფერი გამიკვირდება.
ზურა
02:40 18-08-2020
0
ხავი ფეხბურთელი და ხავი ტრენერი სხვადასხვაა.უკვე 5 წელია ბარსა ისეა დამოკიდებული ერთ კაცზე ,როგორც ნარკომანი ნარკოტიკზე.მილიარდი დახარჯა ბარსამ ბოლო წლებში რათა მესისთვის ხავი და ინიესტას შემცვლელი ეყიდათ რომელთა გარეშეც მესი ვერ ქაჩავს,მაგრამ არაფერი გამოვიდა.ხავი ჭკვიანია და არ გარისკავს ისეთი გუნდის ტრენერობას სადაც ერთი ფეხბურთელი წყვიტავს ყველაფერს.
ჩემი აზრით
13:00 17-08-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული