აურზაური "სალხინეთში" - აბიდალი გადააყენეს, კუმანი ბარსელონაში ჩაფრინდა, ტერ შტეგენს ოპერაცია გაუკეთეს

AutoSharing Option
"ბარსელონაში" მოვლენები კალეიდოსკოპური სიჩქარით ვითარდება - მწვრთნელი კიკე სეტიენი და მისი პროტეჟე, სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი გადააყენეს, მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს და 2.5 თვე უქმობა მოუწევს.

ბარსელონას ელ-პრატის აეროპორტში თბილისის დროით 19:15 საათზე კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა მწვრთნელი რონალდ კუმანი, რომელსაც ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. ის იქამდე ნიდერლანდების ფეხბურთის კავშირში იმყოფებოდა და ნაკრებთან კონტრაქტის გაუქმებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას. "ბარსა" ხელშეკრულების გაწყვეტისათვის ნიდერლანდურ მხარეს კომპენსაციას გადაუხდის.

კლუბის პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ გადადგომას არ აპირებს და საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის მარტში დანიშნა. "დეილი
მეილის" ცნობით, გულშემატკივრები გუნდის კაპიტან ლეო მესის აქტიურობისა და სიტუაციის საკუთარ ხელში აღებისაკენ მოუწოდებენ. თავად მესი კი კუმანს თავდამსხმელ ნეიმარის დაბრუნებას მოსთხოვს და ლუის სუარესისა და არტურო ვიდალის გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მესისათვის და საერთოდ ფეხბურთისათვის ალბათ უმჯობესია მესიმ დატოვოს ბარსელონა, ადვილი წარმოსადგენია რა ქარბორბალა დატრიალდება კლუბში და საერთოდ ბარსელონაში ამის შემდეგ.
3
ვიდალი არ უნდა გაყიდონ!
zoria
07:04 19-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული