"ბარსელონამ" ლეგენდარული ფორვარდი დააბრუნა და ის მწვრთნელი იქნება

AutoSharing Option
"ჰელსინგბორგის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი და "ბარსელონას" ექსფორვარდი ჰენრიკ ლარსონი კატალონიური გუნდის ახალი მწვრთნელის, რონალდ კუმანის შემოთავაზებას დათანხმდა და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა.

AS-ის ცნობით, ლარსონი "ბარსას" ფორვარდების მწვრთნელი იქნება.

ასევე, "ბლაუგრანას" სამწვრთნელო შტაბში ალფრედ შროიდერი იმუშავებს, რომელიც ივნისში "ჰოფენჰაიმიდან" გაათავისუფლეს.



მკითხველის კომენტარები / 9 /
ერთ ერთი უმაგრესი თავდამსხმელი ვინც კი მე მინახია.მართლაც კარზე დაგეშილი თავდამსხმელი.ასეთი ფეხბურთელები ალამაზებენ სპორტის ამ სახეობას და არა ისეთები ზურგით რომ დგანან კართან მუდმივად. მწვრთნელი როგორი იქნება ეგ არ ვიცი.
ლ.გიო
10:49 19-08-2020
3
მართლა, უძლიერესი თავდამსხმელი იყო. კიდევ ერთი ფენომენალური თავდასხმელი არის უსამართლოდ მივიწყებული (არასათანადოდ დაფასებული) გერმანელი გერდ მიულერი! აბა ის იყო თუ იყო, თუკი როგორმე საჯარიმოში ბურთს მიაწვდიდნენ თითქმის 100% გოლი იყო!
aburjga
13:44 19-08-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული