"ბარსამ" სუარესს ღია კარისკენ მიუთითა - იტალიურმა გრანდმა კი თავისთან მიიწვია...

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდი ლუის სუარესი კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა - "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ "ლუისიტოს" წასვლისკენ უკვე მიუთითა.

ამის პარალელურად, იტალიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 33 წლის ურუგვაელის საკუთარ გუნდში ხილვა ტურინის "იუვენტუსს" სურს. "ბებერი ქალბატონის" მმართველები მზად არიან სუარესს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ და ხელფასის სახით 3 მილიონი ევროც გადაუხადონ.

აღსანიშნავია, რომ ეს შეთავაზება ამსტერდამის "აიაქსის" წინადადებას ფინანსურად სჯობს, თუმცა იქნებ არამხოლოდ ფინანსურად... "იუვეში" გადასვლით სუარესი იმ იშვიათ ფეხბურთელთა რიცხვს შეუერთდება, რომლებსაც საკლუბო დონეზე მესისა და რონალდოსთან ერთად აქვთ ნათამაშები. ასეთი სპორტსმენი კი
მხოლოდ ორია: ჟერარდ პიკე და ჰენრიკ ლარსონი.

სუარესი "ბარსელონას" რიგებში 2014 წლიდან გამოდის. საერთო ჯამში, ურუგვაელმა "ბლაუგრანას" რიგებში 195 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირია.

მომზადებულია TuttoMercato-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 22 /
დიბალას არ აქვს მესისთან და რონალდოსთან ნათამაშები ხო? :D :D
შურა ბალაგანოვი
20 აგვისტო 2020 17:38
4
მართლა ბებერი ქალბატონია ეგ გუდნი ჯერ იგუაინს რო მაგ ფასად იყიდი მარტო მაგიტო არ უნდა გადმოგიშვან სერია ა ში
ეს უარესი იქნება
hah
20 აგვისტო 2020 16:48
5
იდიოტები არიან, სუარესის გაშვება დანაშაულია!
მერაბი
20 აგვისტო 2020 16:43
4
ყველაზე სასაცილო პიკეს გაშვება და ლანგლეს დატოვებაა.
ddgfdf
20 აგვისტო 2020 16:15
0
თავად ბათლომეეუ აპირებს ბუცების ჩაცმას ეტყობა.
გივი
20 აგვისტო 2020 15:29
0
სუარესის გაშვება მაგრად მიტყებააა! რას დაეტაკნენ სუას ამაზე კარგი ვინ უნდა მოიყვანონ? აუუ ჩემი..
ფუ ამისი..
20 აგვისტო 2020 15:14
3
რამხელა გამოუსწორობელ შეცდომას და დანაშაულს აკეთებენ ბარსას ახალი ხელმძღვანელობა, რომ ასეთ ფეხბურთელს უშვებენ, მერე ინანებენ მაგრად.
dima
20 აგვისტო 2020 14:48
4
ვინ მოყავთ ნეტა??
ბართომეუ.
20 აგვისტო 2020 14:35
0
პაპავა მოყავთ დინამოდან, ოღონდ ეს არ თანმხდება.
სილია
20 აგვისტო 2020 16:06
1
დვალიშვილი ---- ბატუმის დინამოდან
digela
20 აგვისტო 2020 15:16
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული