Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონას" ლიონელ მესის კლუბიდან გაშვება არ სურს, არადა, არგენტინელს "ბლაუგრანას" დატოვება უნდა...
კატალონიური გრანდის პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ თვლის, რომ მესის გაყიდვა არ შეიძლება, მაგრამ, თუ არგენტინელი თავად მოითხოვს წასვლას, გაუშვებენ იმ კლუბში, რომელიც 700 მილიონ ევროს გადაიხდის, ანუ იმ თანხას, რაც კონტრაქტშია აღნიშნული...
კლუბში თვლიან, რომ მესი გუნდის შეტევის მთავარი ფიგურაა. ამას გარდა, სწორედ არგენტინელზეა მიბმული სარეკლამო კონტრაქტების დიდი ოდენობა, რომელთა დაკარგვაც "ბარსაში" არ სურთ.
"ბარსელონას" კაპიტანმა კი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანთან შეხვედრის დროს განაცხადა,
რომ კლუბის დატოვება უნდა. ეს ინფორმაცია კი მალევე გავრცელდა და არგენტინელი ამანაც გააღიზიანა.
ლუიშ ფიგუ: მესი "რეალში"? ვფიქრობ, რომ...
რონალდო: "ბარსელონას" ადგილზე მესის არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებდი