"ბარსელონამ" მესის ფასი დაადო - წასვლა უნდა?! გადაიხადონ!

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონას" ლიონელ მესის კლუბიდან გაშვება არ სურს, არადა, არგენტინელს "ბლაუგრანას" დატოვება უნდა...

კატალონიური გრანდის პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ თვლის, რომ მესის გაყიდვა არ შეიძლება, მაგრამ, თუ არგენტინელი თავად მოითხოვს წასვლას, გაუშვებენ იმ კლუბში, რომელიც 700 მილიონ ევროს გადაიხდის, ანუ იმ თანხას, რაც კონტრაქტშია აღნიშნული...

კლუბში თვლიან, რომ მესი გუნდის შეტევის მთავარი ფიგურაა. ამას გარდა, სწორედ არგენტინელზეა მიბმული სარეკლამო კონტრაქტების დიდი ოდენობა, რომელთა დაკარგვაც "ბარსაში" არ სურთ.

"ბარსელონას" კაპიტანმა კი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანთან შეხვედრის დროს განაცხადა,
რომ კლუბის დატოვება უნდა. ეს ინფორმაცია კი მალევე გავრცელდა და არგენტინელი ამანაც გააღიზიანა.

altლუიშ ფიგუ: მესი "რეალში"? ვფიქრობ, რომ...

altრონალდო: "ბარსელონას" ადგილზე მესის არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებდი



მკითხველის კომენტარები / 10 /
ბართლომეო უნდა მოშორდეს სასწრაფოდ და ყველაფერი დალაგდება, მესი არამგონია წავიდეს, ამ სუარესთან რაღა უნდათ ვერ გამიგია გოლები კარგად გააქვს და რატო ამოითვალწუნეს ვერვხვდები.
geko
11:33 25-08-2020
0
მარტო ხელფასით რო საზღვრავ ბედნიერებას იმიტომ ხარ კლავიატურის ლომი, დარწუნებული ვარ უსაქმური თუ არა, რაც მესი თავის საქმეშია შენ, შენ საქმეში 1% იანი იქნები 100% ამბიციით, 1 ლარიანი ტოტალიზატორით "აუ ბიჭო ერთმა გუნდა გამისხა". (ასეა ჩვენი ფეხბურთელების უმრავლოსობა, ჯერ რას თამაშობენ და თუ სადმე მოხვდნენ და ხელფასი ფულად მოეჩვენათ საერთოდ აღარ თამაშობენ და ".... "გულაობას იწყებენ)
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული