დასრულდა "ბარსელონას" საგანგებო კრება, რომელიც თავდამსხმელ ლეო მესის მიერ გუნდიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ შეიკრიბა.
ჟურნალისტი ხერმან გარსია "ტვიტერით" იტყობინება, რომ საბჭოს ზოგიერთმა წევრმა კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა, ხოლო ზოგიერთი მათგანი გადადგა.
BBC-ის ცნობით კი, ბარტომეუ აცხადებს, რომ ოღონდ მესი დარჩეს და მზადაა პოსტი დატოვოს.
ამ დროს "კამპ ნოუსთან" შეკრებული გულშემატკივრები ბარტომეუს გადადგომას მოითხოვენ. სტადიონთან სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს.