"კამპ ნოუსთან" არეულობაა - ბარტომეუ მზადაა გადადგეს

AutoSharing Option
დასრულდა "ბარსელონას" საგანგებო კრება, რომელიც თავდამსხმელ ლეო მესის მიერ გუნდიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ შეიკრიბა.

ჟურნალისტი ხერმან გარსია "ტვიტერით" იტყობინება, რომ საბჭოს ზოგიერთმა წევრმა კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა, ხოლო ზოგიერთი მათგანი გადადგა.

BBC-ის ცნობით კი, ბარტომეუ აცხადებს, რომ ოღონდ მესი დარჩეს და მზადაა პოსტი დატოვოს.

ამ დროს "კამპ ნოუსთან" შეკრებული გულშემატკივრები ბარტომეუს გადადგომას მოითხოვენ. სტადიონთან სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
არგენტინის ნაკრებიდანაც მიდიოდა...ეხლა რომელი კლუბებიც ომს დაიწყებენ მისი გადაბირებისათვის უნამუსოდ მოიქცევიან. ან და როგორ უნდა ითამაშოს ბარსას წინააღმდეგ, თუ მოუწია. ბართლომეო თუ გადადგა და გულშემატკივრებმა იაქტიურეს არა მგონია წავიდეს. აღდგომა და ხვალაო, დალაგდება ბარსა. რეალს ძლიერი ბარსელონა სჭირდება. ჰალა მადრიდ!
emigranti
02:10 26-08-2020
17
სანამ კლუბი დეგრადირდებოდა არ გაინძრნენ (მგონია რო სპეციალურად), ეხლა 0 ზე რო დავიდა აწი ახალი კლუბის დაყენებას გაცილებით მეტი დრო დაჭირდება და წლები გავა. აქ "მდედრის" ენით წყევლას და ალოგიკურ სისულელეებს მემგონი 16 წლამდე ბავშვები წერენ და ყურადღება არ უნდა მიაქციო. ფეხბურთი ტენისი და ჭიდაობა გონიათ, სიტყვა გუნდის განსაზვრებაც არ იციან.
ხოდა
20:23 26-08-2020
0

სიახლეები პოპულარული