"რეალის" ჩემპიონობა "ბარსელონას" წყევლაა; აი, რატომ...

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ჩემპიონობა ბოლო წლებში "ბარსელონას" წყევლად ექცა, რადგან ბოლო 4 ასეთ შემთხვევაში კატალონიურმა გრანდმა გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა დაკარგა.

2008 წელს "ბლანკოსი" პრიმერა დივიზიონის ჩემპიონი გახდა, სეზონის დასრულების შემდეგ კი "ბლაუგრანა" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა რონალდინიომ დატოვა.

2012 წელს "თეთრებმა" ისევ მოიპოვეს ესპანეთის ჩემპიონატის ოქროს მედლები. ამ სეზონის შემდეგ კი კლუბი ხოსეპ გვარდიოლამ დატოვა და "ბარსას" ისტორიაში უდიდესი ეპოქა დასრულდა.

"რეალი" ესპანეთის ჩემპიონი 2017 წელსაც გახდა, ამჯერად კი ეს კატალონიელთა რიგებიდან ნეიმარის წასვლის წინაპირობად თუ არა, წინა მოვლენად იქცა.

2020 წელს ლა
ლიგა ისევ დედაქალაქურმა გრანდმა მოიგო, ახლა კი "ბარსელონა" საკუთარ ისტორიაში, ალბათ, ყველაზე დიდი დანაკარგის წინაშე დგას - დიდი ალბათობით, კლუბს მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) ფეხბურთელი - ლიონელ მესი დატოვებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, მადრიდელები ჩემპიონობის მოპოვებით მთავარ მტერს ორმაგ დარტყმას აყენებენ - ართმევენ ოქროს მედლებს და მოწინააღმდეგეთა ბანაკსაც უმნიშვნელოვანესი პერსონები ტოვებენ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ისევ წვიმს,ამ მთავრობის დედაო....ისე გამოდის ამ სტატიის ამბავი.
სოსო
19:28 01-09-2020
1
აწი კიდევ ზედიზედ რამოდენიმე ლა ლიგას დადებს რეალი. მესის გოლებ და ასისტები გამოაკელით ბარსას მომავალ სეზონებში და მარტივია,გამოვიცნოთ ვინ მოიგებს ლა ლიგას
გოგა
18:42 01-09-2020
1

სიახლეები პოპულარული