"ბარსელონამ" მესი დასაჯა

AutoSharing Option
ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, თუ რა სახის სადისციპლინო ზომები მიიღო "ბარსელონამ" 33 წლის კაპიტან ლიონელ მესის წინააღმდეგ, რომელიც წინასასეზონო შეკრებას არ შეუერთდა.

ლეომ "ბარსას" საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ გასულ კვირაში აცნობა და არც კორონავირუსის (პსრ) ტესტის ჩატარებას დათანხმდა.

კატალონიურ გრანდში საპასუხო ნაბიჯი გადადგეს და გადაწყვიტეს, რომ არგენტინელს გაცდენილი დღეების ხელფასი ჩამოაჭრან. შეგახსენებთ, მესი ყოველდღიურად ხელფასის სახით 110 000 ევროს იღებს.


altლა ლიგა: ვიდრე კლაუსულას არ გადაიხდიან, მესი "ბარსელონას" ვერ დატოვებს

altMirror: "ბარსელონა" მესის გაყიდვას დათანხმდა

მკითხველის კომენტარები / 33 /
ბარსას გარდა გამორიცხულია ამხელა ხელფასები გადაუხადონ მესის 50 მილიონი,ხოლო სუარესს 25 მილიონი,20-20 მილიონი ბუსკეტს და პიკეს.ამ ოთხ კაცს ჯამში უფრო მეტი ხელფასი აქვთ ვიდრე მთელ ბავარიას და როგორ გაანადგურეს მოედანზე.თანაც 5 წელია მთავარი ტურნირი არ მოუგიათ.ლეგანესების და ესპანიოლების მოსაგებად ამხელა ხელფასები აფსურდია.
ასეა ეს
17:22 01-09-2020
3
მესი! მესი! ვაი რამდენს ითმენს,
ცოტა ხალისი და, კიდევ დიდხანს ირბენს.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
04:45 01-09-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული