მესი "ბარსელონაში", ბარტომეუ ციხეში? - "ბარსაში" ძაღლი პატრონს ვეღარა ცნობს

AutoSharing Option
"ბარსელონაში" მოვლენები ელვისებური სისწრაფით და ერთობ უცნაურად ვითარდება. კერძოდ, "მარკას" მტკიცებით, თავდამსხმელმა ლეო მესიმ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. ის მიხვდა, რომ სასამართლო გარჩევები დიდხანს გაგრძელდება, ამასობაში მთელი სეზონი გაუცდება და უკან დახევა გადაწყვიტა. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ მესის არ უნდა, "ბარსა" ნეიმარის მსგავსად კონფლიქტით დატოვოს.

მესი კი ბრუნდება, მაგრამ შეიძლება კლუბში პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ აღარ დახვდეს. "მუნდო დეპორტივოს" ცნობით, კატალონიის პოლიციამ მას ბრალდება წაუყენა. ძიება ე.წ. ბარსაგეიტზე კარგა ხანია მიმდინარეობს. სამართალდამცველებს მიაჩნიათ, რომ ბარტომეუმ კომპანია I3 Ventures-ს, რომელიც მის პირად რეპუტაციას
იცავდა და თან გუნდის ფეხბურთელებს, განსაკუთრებით, ლიონელ მესისა და ჟერარდ პიკეს აკრიტიკებდა, იმაზე ექვსჯერ მეტი თანხა გადაუხადა, რაც ასეთი "მომსახურება" ღირს.

აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელი ბარტომეუსთან დაახლოებული პირი ჟაუმე მასფერერია. პოლიცია ეჭვობს, რომ კლუბიდან ამ კომპანიაში გადარიცხული ფული მასფერერმა და ბარტომეუმ ჩაიჯიბეს. "ბარსელონას" პრეზიდენტი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რომელიც მძაფრსიუჟეტიან ფილმს ჰგავს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგის მოშორება კარგია ბარსასთვის, მარა რა ციხეში უნდა ჩაჯდეს რა სისულელეებს წერთ ეს ჟურნალისტები.ფულით და სკანდალების გაშუქებით ვეღარ ძღებიან ევროპაში ეგ მესამე სქესის პასპორტის გამომგონებლები და აქ მაინც ნორმალურად იმუშავეთ.იქით ნეიმარის და მისი ოჯახის ტრილოგიას განიხილავთ, აქეთ არ უბლოკავთ იმ ავადმყოფ სასტავს კომებს ვინც სხვის სულიერ ფასეულობებს აკნინებს და ცილს სწამებს.ეს ყოველივე არის იმ მცირეთაგანი რასაც ამ საიტზე შეხვდება კაცი.სხვა არაფერი გიჭირთ.სპორტულ სიახლეებს ნორმალურად აქვეყნებთ და ძალიან გთხოვთ მომხმარებლის ინტერესებიც გაითვალისწინეთ.არ დაბლოკოთ
კარგით რა
04 სექტემბერი 2020 18:50
3
მესიმ დაამტკიცა რომ სხვაგან არ შეუძლია თამაში, არსად წამსვლელი ეგ არაა,კიდევ ერთხელ გაიბუტა,არია მონასტერი
მახო
04 სექტემბერი 2020 18:38
9
სულელ ფსიქიატრთან არ მიდიხარ?
მახო გლახოს/ იგივე ამაშიას
04 სექტემბერი 2020 20:04
2
ოხ ერთი იმას ვეღირსოთ, ეს მამაძაღლი ბარტომეუ ციხეში ჩააყუდონ.
!!!
04 სექტემბერი 2020 14:15
3
ე ბიჭო მოიშორეთ ეს კაცი თორემ დაგღუპავთ.აქამდე რო გყავთ პრეზიდენტად და ვადამდელი არჩევნები რო არ ჩაატარებინეთ მაგიტომ ხართ ასეთ მდგომარეობაში და არც არაფერს ცდილობთ რომ გამოასწორებინოთ სიტუაცია.მარტო აქციები და ტირილი არ შველის საქმეს.ლეგენდებს რომ არ აფასებთ ესპანეთში ეს არახალია,მაგრამ მესისთან მიმართებაში ნამდვილად არ ველოდი ასეთ უმოქმედობას და უმადურობას!!!!!!!
აბგდ
04 სექტემბერი 2020 12:04
1
მართლი ხარ ძმაო! ეს ბართომეუ აქმდეც, რომ გააჩერეს ეგ მიკვირს. რა გამოდის მარტო მესი უპირისპირდება და სხვები შორიდან მაყურებლის როლში გამოდიან? მეც მეგონა აგორდებოდა მაგარი აქციები ამ პრეზიდენტის მოშორებისთვის და პარალელურად მხარდაჭერა ლეგენდებისთვის.მართალი ხარ მაგარი უმადური და დაუნახავი ხალხი ყოფილან. ეტყობათ მარტო სტადიონზე იციან სკანდირება მესი, მესი. მარტო ეს შეძახილი, რომ არ კმარა მესისითვის, ქეც კი დავინახეთ ყველამ. მაგარი პასიური ხალხი ყოფილან ეს კატალონიელები.
აბგდ-ს
04 სექტემბერი 2020 14:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული