მესი თანაგუნდელებზე ნაწყენია და კუმანთან კაპიტნად დარჩენის საკითხს განიხილავს

AutoSharing Option
"ბარსელონადან" წასვლის უშედეგო მცდელობის შემდეგ თავდამსხმელმა ლეო მესიმ კორონავირუსზე ტესტი სახლში ჩააბარა, ხვალ გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს და მწვრთნელ რონალდ კუმანთან კაპიტნად დარჩენის საკითხს განიხილავს, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".

გამოცემის ცნობით, კუმანი მესის გადაწყვეტილებას დაეთანხმება. "ბარსას" ვიცეკაპიტნები სერხი ბუსკეტსი, ჟერარ პიკე და სერხი რობერტო არიან.

მესი ძალიან გაანაწყენა იმ ფაქტმა, რომ კლუბთან კონფლიქტისას თანაგუნდელებმა მხარი არ დაუჭირეს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ფეხბურთი ომია და რეალის გულშემატკივრებისთვის ბარსას ფეხბურთელები მტრები არიან განსაკუთრებით მესი რომელსაც ბევრჯერ გაუმწარებივართ.ამიტომ ყოველთვის ვეძებთ მის გასაკრიტიკებელ მომენტს.და როგორ ფიქრობ გაუშვებდი ხელიდან როდესაც ბარსა 8-2 განადგურდა ხოლო მესი დაიბნა და მაგრად შეეშალა.ასე რომ გულთან ახლოს ნუ მიიტანთ "მტრების" კომენტარებს იცოდეთ როგორც ამერიკულ განგსტერულ ფილმებში იტყოდენ "პირადული არაფერია ეს მხოლოდ ბიზნესია".მოკლედ წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში ბარსას გარეშე
პატივისცემით ასეა ეს
08 სექტემბერი 2020 10:24
0
წავიკუთხე შენი კომენტარი მესიზე.არ მეგონა ასეთი კარგი და საყვარელი რომ იყო.ვინანიებ რომ ვცდებოდი,ამის შემდეგ სულ დადებით კომენტარებს გავაკეთებ.ეგ კი არა რეალს ვგულშემატკივრობდი და ხვალიდან ბარსას ფანი გავხდები.
ასეა ეს
07 სექტემბერი 2020 19:46
2
ცინიზმი უადგილოა, მართლა ჯობია კაცურად მოიქცე.
ასეა ესს
07 სექტემბერი 2020 20:06
0
მთელმა თანაგუნდელებმა მხარი თუ არ დაგიჭირეს გამოდის ან შენ არ ვარგიხარ კაცად ან მთელი გუნდი.
ასეა ეს
06 სექტემბერი 2020 22:44
19
ან შენი გუნდიდან წასვლის პანიკური (და გამართლებული) შიში აქვთ. დაწყნარდი რა.
არტ
07 სექტემბერი 2020 08:08
0
სანამ მესიზე დაასველებ ენას არა კაცურად, მოიხედე და გადახედე შენს მიერ გაკეთებულ საქმეს, მესიზე მეტი გაგიკეთებია რამე? ქველმოქმედება, უამრავ ონკო-ავადმყოფ ბავშვებს ეხმარება. ბევრს ვერ ჩამოვთვლი დროს წაიღებს. აღარ ვიძახი მის ფეხბურთელობაზე,რომელიც პირადად ჩემთვის სპექტაკლებია. ისე, რომ არ გვინდა რა? ეს ბოღმიანი კომენტარები, ნაღდად არაა კაცური.
ასეა ეს-ს
06 სექტემბერი 2020 23:36
4
როლანდოსთვის ბზიკს უკბენია და ფეხი აქვს გასიებულიო.
ბზზზზზ
06 სექტემბერი 2020 21:15
9
ერთზე რომ უკიწა კრიტინკას, მეორე ფეხმა რა დაუშავა ბზიკოს?
ნესტორე
06 სექტემბერი 2020 22:35
4
სულ ცალ ფეხზე, როლანდოს ფეხი.
ომერი
06 სექტემბერი 2020 22:25
4
იცით რა მაინტერესებს? მესის ხელშეკრულობის პუნქტში ხომ უწერია, რომ უფლება აქვს უფასოდ წავიდეს და რატომ უჯანჯლებს ხისთავა ვითომ პრეზიდენტი? ასე გულნატკენი რა ხასიათზე უნდა იყოს ან საერთოდ როგორ უნდა ითამაშოს, სადაც სიტუაცია არ არის სახარბიელო. სიმართლე გითხრათ მეც როგორც ერთი რიგითი გულშემატკივარი ბარსასი და მესის, არ მომეწონა გუნდელების პასიურობა. ძალიან მიყვარს მესი და უბრალოდ არ მსიამოვნებს ის ნეგატიური ატმოსფერო, რაც მის გარშემო ხდება. ასეთ ბარსაში ყოფნას, ნამდვილად მინდოდა სიტიში გადასულიყო.
სოსო გამომეხმაუროს,,ყველაზე კომპენტეტური შეფასება იცის.
06 სექტემბერი 2020 18:47
4
სოსო დიდი მადლობა საპასუხო კომენტარისათვის. ძალიან კარგად ჩამოაყალიბე ყველაფერი, რაც მაინტერესებდა. ძალიან გულსატკენია ბარსას ასეთი მდგომარეობა და პირადად მესის, ასეთი ფეხბურთელი ამას ნამდვილად არ იმსახურებდა. კუმანის მიერ პირველი შეტევა სუარესზე, მე მგონი ეს პირდაპირ თუ ირიბად მესიზე იყო დარტყმა გამიზნული . იმიტომ,რომ მესი და სუარესი ცხოვრებაშიც და გუნდშიც გადაბმული ძმაკაცები იყვნენ, თანაც მინდორზე კარგად უგებდნენ ერთმანეთს. სუარესის მოშორებით, რაც ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაულიც კი არის, მესის უდიდესი ძალა მოაკლეს, ეს ყველაფერი კი აისახება მის თამაშის ხარისხზეც. ეტყობა ბარსაში ინერგება უპატივცემლობა ლეგენდა ფეხბურთელებზე, რაც ისედაც სავავალო მდგომარეობას უფრო დაამძიმებს. მე პირადად აღარაფრის იმედი აღარა მაქვს.
სოსოს
07 სექტემბერი 2020 12:36
1
არ ვიცი რამდენად სერიოზულია თქვენი აზრი ჩემი კომპეტენციის შესახებ,მეც ერთი რიგითი ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ,უბრალოდ,ბევრ სხვასთან შედარებით დიდი სტაჟით და შესაძლოა დელიკატურობით,მაგრამ რაკი გაინტერესებთ,მეც შევეცდები გიპასუხოთ.ლელოში ეწერა მესის ინტერვიუ,სადაც განმატავს,რატომ არ მოითხოვა 10 ივნისამდე გუნდიდან წასვლა.წესით ამ დროს სეზონი უნდა დამთავრებული ყოფილიყო და მერე წავსულიყავიო,მაგრამ რეალურად ამ დროს გუნდი პაუზის გამო,ისევ თამაშობდა და ამ დროს,ბუნებრივია,რომ წასვლაზე განცხადებას არ გააკეთებდა და გუნდის განწყობას,კიდევ უფრო არ გააფუჭებდა.ეს მიდგომა სრულიად ბუნებრივია და სწორი,მაგრამ ბარტომეუმ,როგორც ყველგან,აქაც იდამპლა და ხაფანგში გააბა.მესიმ კი,ბარსელონას გაზრდილი ვარ და მას სასამართლოში არასოდეს ვუჩივლებო.რაც შეეხება თანაგუნდელებს,მათგან 17 კაცს ტრანსფერზე აყენებენ და თვითონ გარიყულები,მესის ვერაფრით დაეხმარებოდნენ.ვინც გუნდში რჩებიან,მათაც კონტრაქტით აკრძალული აქვთ,კლუბში მიმდინარე მოვლენებზე საჯაროდ აზრის გამოთქმა.დიდი ხნის წინ წავიკითხე,მესის აუტიზმის მსუბუქი ფორმა აქვსო.ასეთი დაავადების მქონე ადამიანისათვის კი,ძალიან მნიშვნელოვანია მის გარშემო,მისთვის კომფორტული გარემოს შექმნა.წელს აშკარად იგრძნობოდა,რომ მიუხედავად უდიდესი ოსტატობისა და ახალი რეკორდებისა,ისე მაინც ვეღარ თამაშობდა.მის სახეზე ღიმილი აღარ ჩანდა.აშკარად დათრგუნული თამაშობდა.ეს უკვე მძიმე სამუშაოს ჰგავდა მისი მხრიდან.უფროსად ასეთი,მისთვის (ჩვენთვისაც) საზიზღარი პრეზიდენტი,მოსვლის წუთიდან ანტიპათიური მწვრთნელი,დირექტორატი,რომელიც პრეზიდენტის უნამუსობის თანამზრახველია და გუნდი,რომელთა ნაწილზეც მესი განაწყენებულია,ნაწილი კი ახალი მოყვანილი იქნება გუნდში და ესენიც უნდა ათრიოს...არ ვიცი რა გულით უნდა ითამაშოს,ან რამდენად მოუბრუნდება გული,ბარსელონა ხომ მისი მშობლიური კლუბია,მაგრამ უკვე აღარ მგონია,რომ მესი,ის მესი იქნება,რაც აქამდე იყო.ამას ისიც დავამატოთ,რომ კარგად რომ ვეღარ ითამაშებს,გულშემატკივრის ნაწილის მხრიდანაც წამოვა სულმოკლე და ტვინნაღრძობი კომენტარები(ასეთები,არც აქ აკლია),ყველაფერს მას ჩამოაწმენდავენ,არგენტინის ნაკრების მსგავსად.მესი კი რონალდო არ არის,რკინის ხასიათით და ადვილი შესაძლებელია,მთლიანად გატეხონ კიდეც.არ მინდა,ძალიან არ მინდა ეს მოხდეს,მაგრამ ამისი შანსი დიდია.მის დარჩენას ბარსაში, აზრი უკვე აღარ აქვს,ყველაფერი უკვე ნამსხვრევებად არის ქცეული და აღდგენას აღარ ექვემდებარება.ალბათ ზამთარში მაინც გაუშვებენ,რათა სულ უფასოდ არ მოუწიოთ მისი გაშვება,მაგრამ უკვე არაფერს აღარ ექნება ფასი და არც ის ვიცი,რამდენად შეძლებს მესი,სხვა გუნდის მექანიზმში წარმატებით ჩართვას,დაველოდოთ და ვნახავთ.იმედია კვლავ ათამაშდება და დიდხანს დაგვატკბობს თავისი შედევრებით,უკვე სხვა გუნდში.
სოსო
07 სექტემბერი 2020 00:07
2
ყველა გამოხმაურება
აუ რას ამბობთ ახლა ფოტოც არ მოგწონთ ისე ბავარია როგორ მოგწონთ და თან 8 2 რომ გასიამოვნებთ ადმინს ამსახელის დაწერასაც ხომარ თხოვთ ჩვენ არ მოგვწონსო სასაცილოები ხართ
Bavaria
06 სექტემბერი 2020 18:41
10
აბა თუ ბიჭი ხარ ეს გაშიფრე და მერე იყელყელავე. ჰაი. გიტ. კვა. მო. ბ.ბ.
bavarias
06 სექტემბერი 2020 21:10
4
ერთი შენი ... და მეორე შენი ხე-... ბავარიასიც ...!!!!! გერმანია და მისი ფეხბურთისაც ზემოდან ....მთელ მსოფლიოს ფეხბურთის ნახვას აძულებთ 70 წელიწადია უკვე ...!!!გაიგდე გაიქეცის გარდა არაფერი იციან ...რაგბის სტილში მოთამაშე ფეხბურთისაც რააა... !!!!!
Aueee
06 სექტემბერი 2020 20:45
10
ადმინ, რამდებჯერ გთხოვეთ კაცურად, რომ ესეთ სურათებს ნუ დებთ, ცოტა პატივისცემა გამოიჩინეთ მესის მომხრეების მიმართ.
მერამდენედ.
06 სექტემბერი 2020 18:28
14
ლეო, ვინც შენ გული გატკინა ყველა მეზიზღებიან.
შემძვრალებს.
06 სექტემბერი 2020 18:24
6
მადლობა დიდი
ლეო
06 სექტემბერი 2020 18:54
1
gracias por tu apoyo
Leo
06 სექტემბერი 2020 18:50
1
100$-ანი მართალი ხარ ლეო. ყველა შეუძვრეს ბართომეუს და კუმანს ერთ ადგილას, შენი ფასი მაინც არავინ არის! გვიყვარხარ და ყოველთვის გვეყვარები ჩვენო საუკეთესოვ!
ქომაგი.
06 სექტემბერი 2020 18:22
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული