ცნობილი გახდა, თუ როგორ აპირებს "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი რონალდ კუმანი თავდამსხმელ ლეო მესის გამოყენებას.
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, ნიდერლანდელ სპეციალისტს უნდა, მესი 4-2-3-1 ტაქტიკური სქემისას ცრუ მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე დააყენოს. ლეოს მთელ შეტევის ხაზზე გადაადგილება და თამაშის გამწვავება დაევალება.
და კიდევ: მესისათვის დაცვაში ჩასვლა აუცილებელი არ იქნება, რათა ზედმეტად არ დაიტვირთოს და მეტოქის კარზე იერიშების მისატანად ენერგია დაზოგოს.
მესი გუნდში დაბრუნდა და კოუტინიოსთან ერთად ინდივიდუალურად ვარჯიშობს.