კუმანმა მესი დაცვითი ფუნქციებისგან გაათავისუფლა

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, თუ როგორ აპირებს "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი რონალდ კუმანი თავდამსხმელ ლეო მესის გამოყენებას.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, ნიდერლანდელ სპეციალისტს უნდა, მესი 4-2-3-1 ტაქტიკური სქემისას ცრუ მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე დააყენოს. ლეოს მთელ შეტევის ხაზზე გადაადგილება და თამაშის გამწვავება დაევალება.

და კიდევ: მესისათვის დაცვაში ჩასვლა აუცილებელი არ იქნება, რათა ზედმეტად არ დაიტვირთოს და მეტოქის კარზე იერიშების მისატანად ენერგია დაზოგოს.

მესი გუნდში დაბრუნდა და კოუტინიოსთან ერთად ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მნიშვნელობა არა აქვს რომელ გუნდს ქომაგობ.
უბრალოდ ფეხბურთი თუ გიყვარს, შეუძლებელი მგონია ცალკე აღებული მესის არ ქომაგობდე.

ლადო თ
22:29 08-09-2020
1
მიდი მესო გენაცვალე! შენი იმედი გვაქვს.
1

სიახლეები პოპულარული