ასევე:
- ანტუან გრიზმანი "ბარსას" არ დატოვებს. ფრანგი აცხადებს, რომ კლუბში ძალიან ბედნიერია.
- კატალონიელები აქტიურად ცდილობენ "არსენალის" ესპანელი მცველის - ექტორ ბელერინის დამატებას. თავის მხრივ, "მეთოფეები" მზად არიან მარჯვენაფლანგელს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ.
- დაბოლოს... ისევ და ისევ მემფის დეპაი. რონალდ კუმანის რჩეული, ძალიან დიდი შანსით, "ბარსელონაში" აღმოჩნდება. როგორც ირკვევა, ჰოლანდიელთან "ბარსამ" უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი. ახლა ჯერი "ლიონის" მოთაფვლაზეა. ვნახოთ, რამდენად შეელევა ფრანგული კლუბი თავის ერთ-ერთ ლიდერს.