კატალონიური სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
"ბარსელონაში" რომ კუმანის მოსვლის შემდეგ დიდი ამბებია ატეხილი, ეს ახალი არ არის.  ჰოლანდიელმა მისვლისთანავე ლუის სუარესს მიუთითა კარისკენ. სუარესიც დიდი მონდომებით შეუდგა ახალი კლუბის ძიებას. აქტიურად იწერება ურუგვაელის "იუვენტუსში" ტრანსფერზე. "მკბენარი" ლუისიც დიდ განცდებშია და აქტიურად ფიქრობს "ბიანკონერიში" გადასვლაზე. თავად სუარესიც კარგად აცნობიერებს, რომ ეს მის კარიერაში  ბოლო მსუყე კონტრაქტი იქნება. ასე რომ, იფიქრე, ლუის, იფიქრე...

ასევე:

  • ანტუან გრიზმანი "ბარსას" არ დატოვებს. ფრანგი აცხადებს, რომ კლუბში ძალიან  ბედნიერია.
  • კატალონიელები აქტიურად ცდილობენ "არსენალის" ესპანელი მცველის - ექტორ ბელერინის დამატებას. თავის მხრივ, "მეთოფეები" მზად არიან  მარჯვენაფლანგელს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ.
  • დაბოლოს... ისევ და ისევ მემფის დეპაი. რონალდ კუმანის რჩეული, ძალიან დიდი შანსით, "ბარსელონაში" აღმოჩნდება. როგორც ირკვევა, ჰოლანდიელთან "ბარსამ" უკვე შეათანხმა  პირადი კონტრაქტი. ახლა ჯერი "ლიონის" მოთაფვლაზეა. ვნახოთ, რამდენად შეელევა  ფრანგული კლუბი თავის ერთ-ერთ ლიდერს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული