რონალდომ "გალაქტიკოს" წვეულებებზე ისაუბრა: სულ ვიგებდით და პრობლემად იქცა...

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ბრაზილიელმა რონალდომ "გალაქტიკოს" დროს გამართულ საღამოებზე ისაუბრა.

"ამ საღამოების შესახებ ლეგენდები დადის. მათზე ამბობენ, რომ უთვალავი ოდენობის გავმართეთ და ყოველ ჯერზე ვამლაშებდით. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად იყო. მე ყოველთვის თავშეკავებული ვიყავი და ვცდილობდი, საკუთარი სხეულისთვის ზიანი არ მიმეყენებინა.

დიახ, გამარჯვებების აღნიშვნა ძალიან მიგვწონდა. იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის სულ ვიგებდით, ეს პრობლემა გახდა. თუმცა ხალხი ამ საღამოებზე საუბრისას ამეტებს.

ეს ბრწყინვალე დრო იყო. "რეალი" და მადრიდი კლუბისა და ქალაქის იდეალური შერწყმაა", - აღნიშნა ბრაზილიელმა.

რონალდო მადრიდის "რეალის" რიგებში
2002-07 წლებში თამაშობდა.

მომზადებულია Movistar-ის მიხედვით

altრონალდო: "ბარსელონას" ადგილზე მესის არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებდი


მკითხველის კომენტარები / 8 /
მე რომ ვდებდი რეალზე რაღა მაშინ აგებდით ?!.
შეტევა
19:29 13-10-2020
0
ნეტა ჴუჴ რა გესმის შენ ფეხბურთის გამაგებინა
Bavaria
20:25 12-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული