თავდამსხმელი ლუის სუარესი კომპენსაციის გარეშე "ბარსელონას" დატოვებას არ აპირებს.
ESPN-ის ცნობით, ურუგვაელი ფორვარდი "იუვენტუსში" გადასასვლელად მზადაა, მაგრამ "ბარსასთან" კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ კუთვნილ ხელფასს წინასწარ ითხოვს. ცნობისათვის, მისი სეზონური ანაზღაურება 25 მილიონი ევროა და 15 მილიონის აღებაზეც ყაბულსაა.
თუმცა "ბარსელონა" თანხის გადახდას არ აპირებს და თუ მხარეები ვერ მორიგდნენ, ლუისს ერთი წელი უქმად მოუწევს ყოფნა, ხელფასს კი ბოლო ცენტამდე აიღებს.
სუარესს კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.