"რეალის" ფანები პიკეს აგინებენ, მან კი მადრიდის აფთიაქებს 32 მილიონის ღირებულების პირბადე გადასცა

AutoSharing Option
ჭირის დღესავით ვერ იტანენ კასტილიელები "ბარსელონას" მცველ ჟერარ პიკეს, მადრიდში ყოველი მატჩისას აგინებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის მეუღლე შაკირას. უნდა ითქვას, ხშირად პიკეც ახდენს მათ პროვოცირებას, თუმცა ახლა მართლაც საქებარი საქმე გააკეთა.

Сadena ser-ის ცნობით, პიკე ესპანეთის მთავრობის თხოვნას გამოეხმაურა, ჩინეთში მისმა კომპანია "კოსმოსმა" 32 მილიონი ევროს ღირებულების სამედიცინო პირბადე შეიძინა და მადრიდის აფთიაქებს უფასოდ გადასცა.

საინტერესოა, ამის შემდეგაც თუ შეაგინებენ "რეალის" ფანები პიკეს?

ისე, ცნობ
ისათვის, გასულ წელს "ბლანკოსის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ის და პიკე საერთო ბიზნესის წამოწყებას აპირებენ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნაწილობრივ ტყუილი სტატიაა, მომხმარებლის შეძენილი პროდუქტის შემთხვევაში ნაწილ თანხას კომპანია პირბადეებისთვის დებდა და ესე დაგროვდა ეს თანხა, მთლად თავისი ჯიბიდან არ გაუსვრია
2
ლარი ევრო 3.76 36 მილიონი ევრო არის 135 მილიონი ლარი. ჩინეთიდან ერთი პირბადე მაქსიმუმ 0.20 თეთრი. ესეიგი გამოვიდა პიკემ იყიდა 67.5 მლნ პირბადე.ესპანეთის მოსახლეობა 47 მლნ. ბავშვების გამოკლებით თითო ესპანელი თითო პიკეს პირბადეს დაითრევს
პიკესპირბადე
13:41 03-10-2020
1

სიახლეები პოპულარული