პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე შეიძლება "ბარსელონაში" გადავიდეს. "ბარსას" პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ ფონტი ფეხბურთელის წარმომადგენლებს ესაუბრა, - იტყობინება As-ი.
თუმცა, მბაპეს კატალონიურ გუნდში გადასვლის ალბათობა მცირეა, ვინაიდან პსჟ კონტრაქტის 5 სეზონით გახანგრძლივებას და წლიურ გასამრჯელოდ 30 მილიონ ევროს სთავაზობს, მაგრამ თავად კილიანს გული "რეალისკენ" მიუწევს.
მას "პარი სენ ჟერმენთან" ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულმდე აქვს გაფორმებული.