AS-ის ინფორმაციით, სეგუნდა დივიზიონის კლუბ "ტენერიფეს" ფეხბურთელებმა ტრავმა სარეკლამო რგოლის გადაღებისას მიიღეს.
წყაროს ცნობით, ოთარ კაკაბაძის თანაგუნდელები - ალეკს მუნიოსი და კარლ პომარესი მძიმედ არა, თუმცა სერიოზულად დაშავდნენ. პომარესის შემთხვევაში სიტუაცია უფრო ადვილად წარიმართა, ხოლო მუნიოსი მკურნალობას განაგრძობს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრან ფერნანდესმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს ლა ლიგისათვის განკუთვნილი ვიდეორგოლი იყო.