მესის კვლავ წასვლა სურს! საუკეთესო შემოთავაზება იტალიიდან არის

AutoSharing Option
ცნობილი ფაქტია, რომ მესის სურს "ბარსელონას" დატოვება. გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მესის დამატებას "მანჩესტერ სიტი", "პარი სენ ჟერმენი" და "ინტერი" აქტიურად ცდილობდნენ. გამოსასყიდ თანხად 700 მილიონი ევრო სახელდებოდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი თანხაა.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური "ინტერი" სუპერვარსკვლავის დამატების ფავორიტად მიიჩნევა.

"ბარსელონასთან" ერთად მესიმ 6 "ოქროს ბურთი", 10 ლა ლიგის თასი და 4 ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვება შეძლო.

33 წლის სუპერვარსკვლავის მომავალი ნისლითაა მოფენილი, ყველაფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაირკვევა.

მომზადებულია As.com-ის მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ წასვლაა იტალიაში ჯობს წავიდეს.. იტალიასთან უკვე მიჩვეულ რონალდოსთან მესის კონკურენცია ახალ ჩემპიონატში ძალიან საინტერესო იქნება. მაგრამ მე პირადად მირჩევნია ბარსაში დაასრულოს და ფატი და პედრი გამოზარდოს
di ma
19:56 05-11-2020
0
არ მესმის ასეთი ფერის მაისურით მესიმ როგორ უნდა ითამაშოს?! ეს ხომ აშკარად ლგბტ პრაიდისათვის კოჭის გაგორებაა?! ფერები დაილია?! ასეთი ფერის მაისურით ვერავინ ვერაფერს მოიგებს!
aburjga
16:46 05-11-2020
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული