სტატისტიკა აჩვენებს - მესი და გრიზმანი ერთმანეთს ვერ იტანენ

AutoSharing Option
"ბარსელონამ" გუშინ, 21 ნოემბერს ლა ლიგის შეხვედრაში "ატლეტიკოსთან" მარცხი (0:1) განიცადა და უკვე დღეს "ბლაუგრანას" შეტევის ხაზის "თანამშრომლობის" სტატისტიკა გახდა ცნობილი.

ლიონელ მესიმ შეხვედრა სრულად ჩაატარა, ანტუან გრიზმანმა მოედანზე 83 წუთი გაატარა. არგენტინელმა ფრანგს 1 პასი გაუკეთა, გრიზმანმა ლეოს 2-ჯერ უპასა.

აღსანიშნავია, რომ შემტევი ფეხბურთელებიდან მესიმ ყველაზე მეტი, 5 გადაცემა გაუკეთა დემბელეს, 2 კი პედრის. უსმანმა ლეოს უკან ასევე 5-ჯერ უპასა, პერიმ2-ჯერ.

მათ გარდა, არგენტინელმა მცველ სერხი რობერტო 8-ჯერ მიაწოდა ბურთი, 7-ჯერ კი საყრდენ მირალემ პიანიჩს, 6-ჯერ ფრენკი დე იონგს.
ბოსნიელმა ლეოს 13 პასი გაუკეთა, ნიდერლანდელმა კი - 12.


მომზადებულია Mundo Deportivo-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 3 /
სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მესი ამ სტატისტიკას არ ეცნობა, თორემ პასებს თანაბრად გაანაწილებდა.
ტვინი
02:16 24-11-2020
0
ჟურნალისტების მაგარი, ფანტაზიის ნაყოფია. ოჰოჰო, რას მუშაობს ყვითელი პრესა?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული