გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწია - "ბარსას" 3 ფეხბურთელი მძიმედ ტრავმირებულია

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-10 ტურში "ბარსელონა" მადრიდში "ატლეტიკოსთან" 0:1 დამარცხდა, 8 მატჩში 11 ქულა აიღო, რაც 1991 წლის შემდეგ ამ გუნდის უარესი შედეგია და მე-11 ადგილზეა.

თანაც, "როხიბლანკოსთან" მატჩში "ბარსას" 3 ფეხბურთელი დაშავდა.

მცველმა ჟერარ პიკემ 62-ე წუთზე ტრავმა მიიღო და თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. მას მარჯვენა მუხლი აქვს დაშავებული და 3-5 თვე გაუცდება.

ბარძაყის ტრავმის გამო გუნდს 2 თვე ვერ დაეხმარება მცველი სერხი რობერტო.

ნახევარმცველი უსმან დემბელე იანიკ კარასკოსთან ბურთზე ბრძოლისას დაეცა მოედანზე და მხ
არი ამოუვარდა. ის მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მაინც არ შეცვალა. ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა დემბელე მომავალ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებას.

შეგახსენებთ, ტრავმირებულ შემტევ ანსუ ფატის დაახლოებით 4 თვე მოუწევს ლაზარეთში ყოფნა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული