მუნდიალის რეკორდსმენი: მესი ისე თამაშობს, როგორც მე ვეტერანთა ნაკრებში

AutoSharing Option
რუს-უკრაინელმა ყოფილმა ფეხბურთელმა ოლეგ სალენკომ, რომელიც ერთ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობით მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდსმენია, "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავის, ლეო მესის თამაში შეაფასა.

"კატალონიელები შემადგენლობას ცვლიან. მათ ახალი მოთამაშეები სჭირდებათ, გუნდში ხომ აშკარა კრიზისია. ტყუილუბრალოდ ლა ლიგაში მე-9 პოზიციაზე არ არიან.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ყველაფერი მოაგვარეს, აწი ახალგაზრდა მოთამაშეებს ჩართავენ ხოლმე საქმეში.

მესი, ალბათ, ისევ დაისვენებს. ის ფეხბურთს ინტერესის გამო თამაშობს, როცა სჭირდება, აფეთქდება. ზუსტად ისეა, როგორც მე ვეტერანთა ნაკრებში.

"დინამოს" მათ წინააღმდეგ ქულის მოპოვების შანსი აქვს. ამისათვის დაცვიდან უნდა ითამაშონ და
საკუთარი შანსები გამოიყენონ", - უთხრა სალენკომ 1927.kiev.ua-ს.

სალენკო მუნდიალის ისტორიაში 1994 წელს შევიდა, როცა ჯგუფურ ეტაპზე კამერუნს 5 გოლი გაუტანა და იმ ტურნირის "ოქროს ბუციც" მას ერგო. კიევის "დინამო" კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ხვალ, 24 ნოემბერს, საკუთარ კედლებში "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
შენ როგორ გგონია, მესის არ უნდა კარგად ითამაშოს, როგორც მაგის დონეს ეკადრება? მაგრამ ისე გაუფუჭეს ხასიათი, აჩკარიკამ და ამ მუდო კუმანმა, რომ მოკალი და ვერ გამოდის ამ მდგომარეობიდან.( ჩვენ კიდევ არ ვიცით სრულად, თუ რა აწუხებს ლეოს. როგორ ასეთი დონის ვარსკვლავი და უცებ იმ ფეხბურთს გადაუსვა ხაზი, რომელიც ასე ძალიან უყვარს?)
მასტერს
20:24 24-11-2020
0
ვნახოთ როგორ იქნება ლუის სუარესზეც მაგას ამბობდნენ ისე შედარებები არის მას და რონალდუს შორის მან 6 გოლი გაიტანა 6ვე პენალტით რონალდომ კი 8 გოლი 5 მატჩში + 1 საგოლე პასიც ვნახოთ რა იქნება მაგრამ იმას ვხედავთ ზიდანის მოფიქრებულმა დაცვამ მას ბევრი პრობლემა გაუჩინა შეტევაში თან ისე რომ პენალტი რომ არა გოლს ვერ გაიტანდა
ლიქსო საუ
02:40 24-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული