“ბარსელონას” მარტივი გამარჯვება, გრიზმანის შედევრი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 29 ნოემბერს, “ბარსელონამ” “ოსასუნას” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

კატალონიელებს ეს გამარჯვება სჭირდებოდათ, რადგან ცხრილში ძალიან უკან იყვნენ. რაც შეეხება “ოსასუნას”, ისინი მე-15 ადგილზე იმყოფებიან. 

“ბარსელონას” მხრიდან გოლები ბრაითვაითმა (29), გრიზმანმა (42), კოუტინიომ (57) და მესიმ (73) გაიტანეს. 

აღსანიშნავია გრიზმანის შესანიშნავი გასროლა. 

“ბარსამ” ამ გამარჯვებით მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

მომდევნო მატჩს “ბარსელონა” 6 დეკემბერს “კადიზის” წინააღმდეგ გამართავს, ხოლო “ოსასუნა” ამავე რიცხვში “ბეტისს” დაუპირისპირდება. 

altდიდებული ჟესტი - მესიმ გოლი მარადონას ხსოვნას მიუძღვნა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
აღსანიშნავი მხოლოდ გრიზმანის გოლი კი არა,მისი ბოლო ორი თამაშია.კიევშიც მის მიერ გატანილი გოლი,მისივე დაწყებული კომბინაციის დაგვირგვინება იყო.არადა ის კომბინაცია,ტიპიურია მესისათვის,მაგრამ მის არყოფნაში,გრიზმანმა გააკეთა ზუსტად იგივე და ისევე.ისე ჩანს,რომ მესის ძალიან ცუდი ფორმიდან გამომდინარე,გრიზმანს,უფრო თავისუფლად თამაშის საშუალებას აძლევენ და ისიც, თანდათან იბრუნებს ძველებურ თავდაჯერებას.
სოსო
13:01 30-11-2020
1

სიახლეები პოპულარული