მესი და "ბარსელონა" ფეხბურთელის მარადონასადმი მიძღვნილი ჟესტის გამო დააჯარიმეს

AutoSharing Option
ლიონელ მესის მიერ დიეგო მარადონასადმი მიძღვნილი ჟესტის გამო, როგორც თავად ფეხბურთელი, ისე კლუბი დააჯარიმეს.

"ოსასუნასთან" გატანილი გოლის შემდეგ ლეომ "ნიუელს ოლდ ბოისის" რეტრო მაისური გამოაჩინა, რომელიც "ბარსას" ფორმის ქვეშ ეცვა. მესისთვის "ნიუელსი" მშობლიური კლუბია, ხოლო მარადონამ 1993 წელს ამ გუნდის მაისურით 5 მატჩი ჩაატარა.

შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მესის ყვითელი ბარათიც უჩვენა, კატალონიელებს მისი გაუქმებაც სურდათ.

დღეს, 2 დეკემბერს კი, ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისმა კომიტეტმა მესი 600 ევროთი დააჯარიმა, ხოლო "ბარსელონა" - 350-ით. კლუბი გადაწყვეტილების სააპელაციო კომიტეტში გასაჩივრებას აპირებს.

ჟესტის გამო დააჯარიმეს" style="height: 50px; width: 50px;" />დიდებული ჟესტი - მესიმ გოლი მარადონას ხსოვნას მიუძღვნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
თქვე ბრიყვებო მესიმ თქვეზე კარგად იცოდა რომ მაისურის გახდაზე ყვითელს მისცემდნენ და სწორედ ამიტომ საკუთარი რეკლამისთვის მოიქცა.სინამდვილეში მარადონას ვერ იტანს იმიტომ რომ დიდი პატრიოტი იყო.არგენტინაში მესი არ უყვართ თავისი მერკანტილური და შანტაჟისტური ბუნების გამო და ახლა სცადა კაი ბიჭი ეთამაშა.ზოგიერთი უტვინოსთან გამოუვიდა კიდეც.
საკენკი ბრიყვებისთვის
17:50 03-12-2020
3
ეს მართლა მარაზმია ჯერ ამის გამოქვეყნება და მერე ამაზე ლაპარაკი უბრალო ჩვეულებრივი მოვლენაა მესის აპლოდისმენტები ამ საქციელისთვის
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული