მესიმ პელეს რეკორდი დაამხო და არგენტინაში გაფრინდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-15 ტურში "ბარსელონამ" სტუმრად 3:0 დაამარცხა "ვალიადოლიდი".

"ბარსას" კაპიტანმა მესიმ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ლეომ ერთ გუნდში 644-ე გოლი გაიტანა და პელეს რეკორდი დაამხო. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატზე პირველი საგოლე გადაცემა გააკეთა - გასულ სეზონში მის ანგარიშზე 21 საგოლე პასი იყო. "მარკას" ცნობით, შობის სახლში აღსანიშნავად ის თამაშის შემდეგ კერძო თვითმფრინავით არგენტინაში გაფრინდა.

"ბარსელონა" 24 ქულით მე-5 ადგილზეა და 30 დეკემბერს გასვლაზე "კადისს" შეხვდება.

ვალიადოლიდი. "ხოსე ზორილა"
ვალიადოლიდი - ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 ლანგლე (21), 0:2 ბრეიზუეითი (35),
0:3 მესი (65)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ლეგენდავ! გილოცავთ, ბარსაში 644-ი ბურთის გატანას!!! ეგ ერთი და სხვა მრავალი!
შენი ერთგული გულშემატკივარი ნონა.
11:11 23-12-2020
3
რასაკვირველია ველოდით ამ რეკორდის დამხობას. ლეო მესი, ბედნიერი შობა ახალი წელი შენთვის, შენი ოჯახისთვის და ბარსასთვისაც. ის ოხერი უთანხმოება რაც მოხდა ბარსაში, რომელმაც რამის შეიწირა ლეოს სათამაშო ფორმა, წარსულში დარჩენილიყოს.
barsa mesi
12:39 23-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული