ვასკესის და ასენსიოს გოლებმა "რეალი" გაალიდერა

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-17 ტურში "რეალმა" მადრიდში 2:0 სძლია "სელტას".

ანგარიში დებიუტში ასენსიოს პასით ვასკესმა გახსნა, ხოლო შესვენების შემდეგ გოლი ვასკესის გადაცემით ასენსიომ გაიტანა.

უკანასკნელ 3 მატჩში ასენსიომ 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. იქამდე მას ჩემპიონატზე 12 შეხვედრაში შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.

აღსანიშნავია, რომ კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამო "ბლანკოსს" მისი კაპიტანი სერხიო რამოსი ვერ დაეხმარა.

"რეალმა" ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 36 ქულით გალიდერდა და 10 იანვარს სტუმრად "ოსასუნას" შეხვდება. მეორე ადგილზე 35 ქულით "ატლეტიკოა", რომელსაც
3 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული