"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა ვიქტორ ფონტმა თავისი პროექტის პრეზენტაციაზე კატალონიური კლუბის ეკონომიკურ სიტუაციასა და თავის გეგმებზე ისაუბრა.
"ბარსა" მატარებელია, რომელიც 200 კმ/სთ სიჩქარით მიჰქრის და კედელს უნდა შეეჯახოს. ჩვენ რეანიმაციაში ვიმყოფებით.
თუ პრეზიდენტად ამირჩიეს, მეორე დღეს, 25 იანვარს, ხავი მთელი ჩვენი ეკონომიკური პროექტის გაანალიზებას დაიწყებს. როგორც კი აპრილში კატარში სეზონი დასრულდება, ის შემოგვიერთდება.
ხავის მიზანი "ბარსელონას" მწვრთნელობაა. გვინდა ის საფეხბურთო სტრუქტურაზე პასუხისმგებელი იყოს. საკვანძო გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი ძალაუფლება ექნება. როდესაც "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში
დასჭირდება, მაშინვე სათავეში ჩაუდგება გუნდს".