"ოსასუნასთან" ლა ლიგას მე-18 ტურის მატჩის შემდეგ "რეალი" მადრიდში ვერ დაბრუნდა. მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რის გამოც მადრიდში თვითმფრინავით გამგზავრება შეუძლებელი შეიქნა.
"სამეფო გუნდი" მალაგაში 11 იანვარს გაფრინდება, სადაც სუპერთასის ნახევარფინალში "ბილბაოს" დაუპირისპირდება.
მოკლედ, საერთო ჯამში "რეალს" პამპლონაში 3 დღე მოუწევს დარჩენა და კორონავირუსის გამო ფეხბურთელებსა და პერსონალს სასტუმროს ნომრების დატოვება აკრძალული აქვთ.
"რეალისა" და "ბილბაოს" შეხვედრა 14 იანვარს გაიმართება.