![](https://sportall.ge/pictures/image31/fb2741e6ef0bfcdb228484c92bf26b20.jpg)
ესპანეთის თასის 1/16-ფინალში "ბარსელონამ" სტუმრად დამატებით დროში 2:0 სძლია მესამე ლიგის "კორნელიას" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
"ბარსას" დისკვალიფიცირებული ლეო მესი ვერ დაეხმარა და საერთოდ, მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა.
38-ე წუთზე მირალემ პიანიჩმა, ხოლო მე-80 წუთზე უსმან დემბელემ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანეს. დამატებით დროში დემბელემ ანგარიში გახსნა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი მარტინ ბრეიზუეითმა მეორე გოლი გაიტანა.
118-ე წუთზე მსაჯმა მასპინძელთა გუნდის მცველი ალბერტ ესტელესი გააძევა.